|
2019-10-03 18:15:32, 1734 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: ნატო-ში ინტეგრირება მიმართულია უსაფრთხოების ხელშეწყობისკენ და არა საფრთხის შექმნისკენ
„ეს არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება, შესაბამისად ვთვლით, რომ ჩვენ გვაქვს იმის თავისუფლება და იმის რესურსი, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, როგორ, რა მიმართულებით, რა სახელმწიფოებრივ გაერთიანებებში იქნება საქართველო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთობლივ ბრიფინგზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველოს ინტეგრირება ნატოში არის მიმართული რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობისკენ და არა ვინმესთვის საფრთხის შექმნისკენ. „საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება და ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო დროის გამოკითხვებით, საქართველოს მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ნატოში სრულ ინტეგრირებას. მეორე - რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველოს ინტეგრირება ნატოში არის მიმართული რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობისკენ და არა ვინმესთვის საფრთხის შექმნისკენ. შესაბამისად, ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ ვადგავართ, როგორც ჩვენი დემოკრატიზაციის ასევე ეკონომიკური განვითარების და საერთოდ, ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულებით განვითარების გზას. ეს არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება, შესაბამისად ვთვლით, რომ ჩვენ გვაქვს იმის თავისუფლება და იმის რესურსი, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, როგორ, რა მიმართულებით, რა სახელმწიფოებრივ გაერთიანებებში იქნება საქართველო", - განაცხადა გიორგი გახარიამ
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)