|
2015-07-15 10:07:04, 442 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთის აგრესიას ნუ გავუთამამდებით და მის წისქვილზე წყალს ნუ დავასხამთ
„რუსეთის აგრესიას ნუ გავუთამამდებით, შეუძლებელია ბანერების მოცილებით ომი მოიგო“,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბარში მედიის წარმომადგენლების მიერ საოკუპაციო ხაზთან გამართული აქციის შეფასებისას განაცხადა. როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ოლიმპიადის წინ რუსეთი ცდილობს მაქსიმალურად დაძაბოს ვითარება საქართველოში და ამ კუთხით საზოგადოების მიამიტი წარმომადგენლები გამოიყენოს, რომელიც რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს. „მე ომის მონაწილე ვარ და ის თაობა, რომელიც ომის მონაწილეა კარგად იციან რა არის ომი. სამი ომი გადავიტანეთ. ნუ გავუთამამდებით რუსეთის აგრესიას, ბანერის მოცილებით ომი მოიგო ეს არის შეუძლებელი. ახალგაზრდები არიან და არ იციან რა არის ომი. არც სააკაშილმა იცოდა რა იყო ომი და ამიტომ მიიღო 2008 წლის ომი. ძალიან სიფრთხილეა საჭირო. მადლობა უნდა ვთქვათ, რომ დღეს შედარებით მშვიდად ჩაიარა ამ მოვლენებმა, მაგრამ მე მაინც მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში გაითვალისწინონ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები იმიტომ რომ ესენი მიდიან თბილისში და ადგილობრივების ზურგზე გადადის ყველაფერი. მშვიდობიანი აქციები მისასალმებეილია და აუცილებელია, მაგრამ ჩვენ თუ გავთვლით კარგად რა შეიძლება მოიტანოს ამ მოქმედებებმა, მაშინ ჯობია, რომ რუსეთის წისქვილს წყალი არ დავასხათ. რუსეთს სჭირდება აჩვენოს მსოფლიოს, რომ თუ როგორ ხდება კონფლიქტის ესკალაცია“,-აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა. ამასთან, ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა რუსეთის პროვოკაციაზე არ წამოგებულმა. მისივე განმარტებით, საქართველომ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ ის თავის ვალდებულებას ასრულებს როგორც ოლიმპიადის მიმართულებით, ისე ნავთობსადენის დაცვით. „ჩვენ არ უნდა ავყვეთ რუსეთის პროვოკაციას და მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის მდგრადი. ასრულებს ყველა ვალდებულებას ისე როგორც ოლიმპიადის მიმართულებით, ასევე ნავთობსადენების დაცვით. რუსეთს ბოლო სამი წლის განმავლობაში გარდა მავთულხლართების იქით- აქეთ გადატანისა სხვა არაფერი არ დარჩენია. პრაქტიკულად ბოლო სამი წელია რუსეთი ერთი და იგივე პროვოკაციებს ახორციელებს“,-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)