|
2019-10-01 14:12:59, 1408 ნახვა
პოლიტიკა
მარშანია ბოკერიას: შენ ხარ მკვლელი, უნამუსო ბოკერია ხარ შენ
სად ჯანდაბაშია თქვენი ამომრჩეველი, მე თქვენს ამომრჩეველს შეურაცხყოფას ვაყენებ, რომელმაც უნამუსოდ მოგცათ ხმა“, - ამ სიტყვებით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას მიმართა. ადა მარშანიას გაღიზიანება ბოკერიას გამოსვლამ გამოიწვია, რომელიც „მუხროვანის ამბოხას“ შეეხებოდა. „გული გამისკდა, აღარ შემიძლია. შენ ვინა ხარ, შენ ხარ უნამუსო ადამიანი, მკვლელი ხარ შენ, უნამუსო ბოკერია ხარ შენ“, - მიმართა მარშანია ბოკერიას. აღნიშნულზე ბოკერიამ ასე უპასუხა: „მეც მიჭირს, რომ პუტუნის ხალხი მიზის უკან“. გარდა ამისა, სიტყვიერი შეურაცხყოფა ადა მარშანიამ უმრავლესობის წევრებსაც მიაყენა: „თქვენ კიდე „ქართული ოცნება“ ხართ, ლაჩრები და თქვენ ხართ მოღალატეები. სორცხვილია, რომ ამბობთ, რომ ესენი ხალხმა აირჩია“. ინციდენტის შემდეგ ადა მარშანიამ სასესიო სხდომა დატოვა.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)