16:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 09:51:54, 587 ნახვა

საზოგადოება
გიგლა აგულაშვილი დიდი დმანისის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  ვიცე პრეზიდენტ თეიმურაზ  ნანეიშვილთან ერთად  დიდი დმანისის (აბულბუქის  ტერიტორია ) მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიდი დმანისის მოსახლეობამ მინისტრს კომპანია RMG -ის მიერ გამოწვეული პრობლემების მოგვარება სთხოვა.  მათი თქმით კომპანიის მუშაობის შედეგად ატმოსფერული  ჰაერი ბინძურდება.  ამასთან,  მოსაწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურაც.

მინისტრის გადაწყვეტილებით  გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები  ყოველთვიურად  ატმოსფერული ჰაერის, წყლის  და ნიადაგის   დაბინძურების მონიტორინგს განახორციელებენ   და მიღებული შედეგებს   მოსახლეობას სრულყოფილად მიაწვდიან.

შეხვედრის შემდეგ  გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა  მდ.მაშავერასა და კაზრეთულას რამდენიმე წერტილიდან წყლის და ნიადაგის სინჯები აიღეს.  სინჯებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სააგენტოს ლაბორატორიაში შეამოწმებენ და განსაზღვრავენ ძირითად კომპონენტებს. წყლის სინჯების აღების პროცესს ადგილზე მეცნიერებათა აკადემიის წამომადგენელი ესწრებოდა, რომელიც მიმდინარე პროცესებში მაქსიმალურად იქნება ჩართული.

დიდი დმანისის მოსახლეობასთან შეხვედრას , RMG-ის წარმომადგენლები, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები და მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics