17:29 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 12:44:23, 1014 ნახვა

ეკონომიკა
დიდი ბრიტანთის ჰიდროგრაფიული ოფისი საზღვაო რუკების წარმოებისას საქართვველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის მონაცემებს გამოიყენებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიროგრაფიულ სამსახურსა“ და გაერთიანებული სამეფოს ჰიდროგრაფიულ ოფისს (UKHO) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში დიდი ბრიტანთის ჰიდროგრაფიული ოფისი (BRITISH
ADMIRALTY) საზღვაო რუკების წარმოებისას საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის კვლევების შედეგად მოპოვებულ მონაცემებს გამოიყენებს და შექმნილ პროდუქციაზე მათ საქართველოს სახელით აღნიშნავს. შესაბამისად, რეალიზაციიდან შემოსავლის ნაწილს ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისათვის (Royalty) საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს აუნაზღაურებს.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი მიმდინარე წლის 24 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ჰიდროგრაფიულ სამსახურში, ქ. ტაუნტონში გაიმართა. დოკუმენტს ქართული მხრიდან ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორმა რევაზ ბაბილუამ, ხოლო ბრიტანეთიდან გაერთიანებული სამეფოს ეროვნულმა ჰიდროგრაფმა, კონტრ ადმირალმა ტიმ ლოუმ მოაწერა.

აღნიშნული ფაქტი მსოფლიო აღიარება და ნდობაა რუკათაწარმოებაში 200
წლიანი გამოცდილების მქონე უწყების მხრიდან, რომლის წარმოებული საზღვაო
რუკები მსხვილი სანავიგაციო მარშრუტების მაღალი ხარისხით დაფარვის გამო
მსოფლიოში ნაოსნობაში ყველაზე მოთხოვნადია, მსოფლიო სავაჭრო გემების
90 % კი სწორედ BRITISH ADMIRALTY-ს პროდუქციით სარგებლობს.

ზემოაღნიშნულ რუკათა პორტფოლიოში საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის ჩართვა მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის - საქართველომ სანავიგაციო რუკების წარმოება 2013 წლიდან დაიწყო და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) და შუქურების საერთაშრისო ასოციაციის (IALA) წევრობის სტატუსით მსოფლიო ზღვებისა და ოკეანეების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

NS





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics