|
2019-09-28 11:29:13, 2427 ნახვა
პოლიტიკა
ლავროვი - მოსკოვს არასდროს სურდა ხელოვნური მიზეზების გამონახვა საქართველოსთან საჩხუბრად
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის დასკვნით დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი პრეს-კონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე მას საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლისა და ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შესახებ ჰკითხეს. როგორც ლავროვმა აღნიშნა, მას ეს კითხვა, თუ როდის აღდგება ავია რეისები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე დაუსვა, რომელიც ქართულმა მხარემ მოითხოვა. მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტში, რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ ეს ზომა დროებითი იქნებოდა და რომ მოსკოვს არასდროს სურდა ხელოვნური მიზეზების გამონახვა საქართველოსთან საჩხუბრად. „მე მას ვუთხარი, რომ რუსეთი არასდროს ეძებდა ხელოვნურ საბაბს საქართველოსთან წასაკიდებლად. თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ პოზიციას ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ და განავითაროს იგი, მაშინ მე პირადად ავიამიმოსვლას აღვადგენდი“, - განაცხადა ლავროვმა. ლავრივმა ასევე დასძინა, რომ ახლა, თუ საქართველოს ხელისუფლება გამოავლენდა პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას რუსეთთან ურთიერთობების განვითარებისა და ნორმალიზაციისთვის რუსული მხარის სასარგებლოდ, რუსეთი ამ ნაბიჯს [ავია მიმოსვლის აღდგენა] გადადგამდა.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)