|
2019-09-27 23:30:41, 3301 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ტყიბულზე - ხელფასების დროულად გაცემას ყველა ბიზნესს ძალიან მკაცრად მოვთხოვთ
„პირველ რიგშ,ი თავად ბიზნესმა უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები, იქნება ეს შრომის უსაფრთხოება, სოციალური პასუხისმგებლობა თუ ხელფასების დროულად გაცემა. ჩვენ ამას ყველა ბიზნესს ძალიან მკაცრად მოვთხოვთ, მათ შორის ტყიბულის შახტის ახალ მესაკუთრე კომპანიას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში" ტყიბულში არსებული ვითარების კომენტირებისას. ნათია თურნავას ინფორმაციით, ახალი ინვესტორისგან, Steell International trades company-სგან გუშინ ტყიბულში გამართულ შეხვედრაზე მიიღო ძალიან დამაჯერებელი დაპირება - ხელფასები იქნება ჩარიცხული, სახელფასო დავალიანება მთლიანად იქნება გასტუმრებული. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, კომპანია უახლოეს ერთ თვეში დადებს შრომის ახალ ინსტრუქციას, რაც მოხსნის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ძალიან ბევრ პრობლემას. „ასევე ამ ვადაში კომპანია წარმოადგენს საინვესტიციო გეგმას, რომელიც, რა თქმა უნდა, განხორციელდება რაღაც პერიოდში, მაგრამ ეს პროცესი ერთი თვის შემდეგ დაიწყება. მის საფუძველზე მოხდება ეტაპობრივი მოდერნიზაცია, და რაც მთავარია, კომპანიისგან ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ ნოემბერში ქვანახშირის მოპოვების პროცესი აღდგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ნიშნავს, რომ კომპანია თავისი ბიზნესის მომავალს ქვანახშირის მოპოვებაში ხედავს", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სატელევიზიო ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა მკაცრად გააკონტროლებს კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს. „რასაკვირველია, ყველა ეს პასუხისმგებლობა ახლა ეკისრება ახალ მესაკუთრე კომპანიას, ჩვენ კი ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ გავაკონტროლებთ მათ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას. ეს არ არის ერთ კარში თამაში - ბიზნესი, რა თქმა უნდა, მომგებიანია, მიმზიდველია, მაგრამ, მეორე მხრივ, მათ სრულად უნდა აგონ პასუხი ადამიანების მიმართ არსებული სოციალური ვალდებულებების შესრულებაზე" - განაცხადა ნათია თურნავამ. NS
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)