14:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-27 13:12:18, 3265 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

დღეს, ქ. ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო კონფერენცია "ჯეოანესთეზია" მეოთხედ გაიხსნა.

კონფერენციაში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებთან ერთად მონაწილეობას იღებენ გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტები და ტოქსიკოლოგები.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა ბოხუამ, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა, ილია ნაკაშიძემ და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.

"ჯეოანესთეზია" მასპინძლობს საერთაშორისო სპიკერებს 20 სხვადასხვა ქვეყნიდან. დაგეგმილია 50-მდე მოხსენება, ინდივიდუალური მოდულები რეზიდენტებისათვის და ახალგაზრდა ექიმებისთვის, ასევე ჩატარდება ინდივიდუალური სესიები მედდებისთვის. კონფერენციის პროგრამაში შედის გერმანელი და ფრანგი სპეციალისტების მიერ ორგანიზებული რამდენიმე ვორქშოპი.

"ჯეოანესთეზია" არის ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ტარდება აჭარის მთავრობის პატრონაჟით. კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და რუსული. კონფერენცია ორგანიზებულია ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის პრეზიდენტის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ილია ნაკაშიძის ხელმძღვანელობით. თანაორგანიზატორები არიან: საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენცია აკრედიტებულია თსსუ-ში და უფლება აქვს გასცეს კრედიტ ქულები. გარდა ამისა, გამოიცემა სტატიებისა და თეზისების კოლექცია სამეცნიერო პროგრამასთან ერთად. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2lo29ue

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics