10:24 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 09:59:35, 397 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყებაში დიპკორპუსის წარმომადგენლებს საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე ინფორმაცია მიაწოდეს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია გააცნეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის უკანონო, ე.წ „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელებას და უხეშად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრონციპებს.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული სოფლების სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, ხოლო განხორციელებული უკანონო ქმედებების შედეგად, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაგმოს რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და მიიღოს ქმედითი ზომები რუსეთის უკანონო პოლიტიკის აღსაკვეთად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics