|
2019-09-23 10:27:56, 851 ნახვა
საზოგადოება
მაია ბითაძე აქციას „დღე მანქანის გარეშე“ შეუერთდა
თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ მონაწილეობა მიიღეს ველოგარბენში, რომელიც საერთაშორისო აქციის „დღე მანქანის გარეშე“ მხარდასაჭერად გაიმართა. „დღე მანქანის გარეშე“ ევროკომისიის მიერ 2000 წელს დაარსდა და ყოველ 22 სექტემბერს აღინიშნება. საერთაშორისო დღეს თბილისი პირველად 2016 წელს შეუერთდა. ტრადიციულად, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ღონისძიების ორგანიზატორია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”. დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობა კი ველოგარბენში მუდმივად მონაწილეობს. როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში დედაქალაქში ახალი 4-კილომეტრიანი ველობილიკი მოეწყობა. "საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მერის პრიორიტეტებშია ეს მიმართულება და მათ შორის ის, რომ ველოსიპედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი იყოს. უახლოეს მომავალში ქალაქს ახალი 4-კილომეტრიანი ველობილიკი შეემატება. ეს იქნება ჭავჭავაძის გამზირისა და ხიზანიშვილი-ვეკუას მონაკვეთი, რომელიც მომდევნო წლებში მთელ თბილისს დააკავშირებს ერთმანეთთან. ასევე, სამომავლოდ ხელს შევუწყობთ ე.წ. თვითმრგოლების, სკუტერების ქალაქში სიარულს. ასობით მილიონი ლარი იხარჯება მერიის ინიციატივით და ცენტრალური მთავრობის დახმარებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის ველობილიკების და ფეხით მოსიარულეთა ინფრასტრუქტურა განვითარდეს", - განაცხადა მაია ბითაძემ. ამასთან, აქციის მონაწილეებმა, მათ შორის ელჩებმა, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს თბილისის მერს იმ ინიციატივებისთვის, რაც სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით კეთდება და განაცხადეს, რომ აღნიშნული პოლიტიკა თბილისს სიცოცხლით სავსე ქალაქად აქცევს. 2018 წლის ზაფხულში თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია. თბილისის მერიას დაწყებული აქვს მასშტაბური პროექტი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფასა და ამგვარად, კერძო ტრანსპორტით ყოველდღიური სარგებლობის შემცირების სტიმულირებას გულისხმობს. ამავე პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ველობილიკების ფართო ქსელის შექმნა. გასულ წელს, კოსტავასა და შარტავას ქუჩების მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში, ახალი ველობილიკი მოეწყო. ამასთანავე, მიმდინარე წელს ჭავჭავაძის გამზირისა და ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციისას თანამედროვე სტანდარტების ველობილიკების გაყვანა იგეგმება.
(NS)
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)