|
2019-09-21 12:35:24, 4209 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი მომავალი კვირიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას იწყებს
პარლამენტი მომავალი კვირიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას იწყებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკაძემ საშემოდგომო სესიის 10 მთავარ გამოწვევაზე საუბრისას განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტი დემოკრატიულ და მაქსიმალურა გამჭვირვალე პროცესს უზრუნველყოფს. ამასთან, თალაკვაძის განმარტებით, საშემოდგომო სესიაზე სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა განხორციელდება. „მნიშვნელოვანი თემა არის სასამართლოს რეფორმა. დამოუკიდებელი სასამართლო, სანდო მართლმსაჯულება, ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, საშემოდგომო სესიის ფარგლებში, ჩვენ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას განვახორციელებთ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი თემები შედის. ეს არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნის წესი და პროცესი, ამის უკეთ ორგანიზება, უკეთ დარეგულირება, დისციპლინური სამართალწარმოება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულების საკითხები. ბუნებრივია, ორშაბათიდან უკვე ვიწყებთ მოსამართლეთა კანდიდატურების განხილვას. უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად გამჭვირვალე, დემოკრატიულ პროცესს. ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება, თვალი ადევნოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და იმ გადაწყვეტილებებს, რასაც პარლამენტი ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღებს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)