|
2019-09-21 12:23:27, 1393 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი ადიგენის მოსახლეობას შეხვდა
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერ იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ პროექტებით მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელა. „ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან უშუალოდ მოსახლეობისგან ვისმენთ, კონკრეტულად რა პრობლემებია სოფლებში. ადიგენის მუნიციპალიტეტში მესაქონლეობის ხუთი ძლიერი კოოპერატივი ფუნქციონირებს, რომლებიც სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივებს ის პროგრამები გავაცანით, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს და რომლებშიც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ. გამოიკვეთა სასმელი წყლისა და სარწყავი წყლის საკითხის მოგვარება. მაქსიმალურად ვეცდებით, მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში აღნიშნული საჭიროებები გავითვალისწინოთ“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. მინისტრის მოადგილე ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაწევრიანების დადებით მხარეებზეც ესაუბრა და მუნიციპალიტეტში მერძევეობის მეურნეობისა და კენკროვანი კულტურების განვითარების პოტენციალი გააცნო. სოფელ ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად სასმელი წყლის, სანიაღვრე სისტემისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა. შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან არაყიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)