15:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-19 16:20:30, 3244 ნახვა

რეგიონი
„მედინასა“ და ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ მედინასა და ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიებას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილეები ნინო ნიჟარაძე, ზურაბ თენიეშვილი და ქ. ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე ესწრებოდნენ.

ორ სამედიცინო დაწესებულებას შორის დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, ბენეფიციარები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში ღებულობენ, ამიერიდან ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ მედინას სამედიცინო სერვისებითაც ისარგებლებენ.

"ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“ ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში რეგისტრირებულ პაციენტებს შესთავაზებს მაღალკვალიფიციურ, მაღალტექნოლოგიურ, ლაბორატორიულ კვლევებს და სხვა სამედიცინო სერვისებს", - განაცხადა ჯანმრთელობის ცენტრ მედინას გენერალურმა დირექტორმა ნინო ქაჯაიამ.

ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“ ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრს, ასევე დაეხმარება სამედიცინო კომპიუტერული პროგრამის AccuracyMed-ის დანერგვასა და განახლებაში, აგრეთვე კადრების გადამზადებაში აღნიშნული პროგრამის შესაბამისად. მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება ძალაში დღეიდან შევიდა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics