|
2019-09-19 10:43:32, 1161 ნახვა
პოლიტიკა
NDI-ის კვლევის მიხედვით, ლიდერების რეიტინგში პირველ ადგილზე კახა კალაძეა
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის შეფასებისას, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლიდერობს. უფრო კონკრეტულად კი, კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 11 % „ძალიან კარგად“, 34 % - „კარგად“, 37 % - „საშუალოდ“, 10 % - „ცუდად“ და 5 % - „ძალიან ცუდად“ აფასებს. ლიდერების რეიტინგში მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რომელსაც გამოკითხულთა 1 % - „ძალიან კარგად“, 12 % - „კარგად“, 43 % „საშუალოდ“, 21 % - „ცუდად“, 7 % - „ძალიან ცუდად“ აფასებს. რეიტინგის მესამე ადგილს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იკავებს რომელსაც შემდეგი მაჩვენებელი აქვს: 1 % ფიქრობს, რომ მისი საქმიანობა „ძალიან კარგია“, 11 %-ის აზრით - „კარგია“, 36 % ზურაბიშვილის საქმიანობას „საშუალოდ“ აფასებს, 28 % - „ცუდად“, 12 % კი „ძალიან ცუდად“. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, გამოკითხულთა 1% მას „ძალიან კარგად“ აფასებს, 9 % - „კარგად“, 31 % - „საშუალოდ“, 16 % - ცუდად“, 6 % - „ძალიან ცუდად“. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)