|
2019-09-18 17:52:32, 1901 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს უმასპინძლა. დიპლომატმა ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა. შეხვედრაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობას გაესვა ხაზი. მხარეებმა თანამშრომლობის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და საერთო საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხო გარემოს და აღინიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში. საუბარი შეეხო საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში აფრიკის კონტინენტზე. მინისტრმა დიპლომატს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის დახმარება დიდ მნიშვნელობას იძენს საქართველოში ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის.
(NS)
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)