|
2019-09-17 16:52:21, 1562 ნახვა
საზოგადოება
რუსლან აბაშიძემ და ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთის № 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის № 2 საჯარო სკოლაში მივიდნენ, მოსწავლეებსა და პედაგოგებს სწავლის დაწყება მიულოცეს და საჩუქრად წიგნები გადასცეს. სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ზეიმით აღინიშნა. სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ და ქართულ ენებზე ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს. „მინდა მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, დღეიდან იწყება ახალი გამოცდილებისა და ცოდნის შეძენის პროცესი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც პირველად შეაღო სკოლის კარი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სასწავლო წლის დაწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს მივულოცო. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მოსწავლეს, რადგან ძლიერი და ერთიანი ქვეყნის მომავალი სწორედ განათლებული, სწავლაზე ორიენტირებული თაობაა“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ. აფხაზეთის № 2 საჯარო სკოლაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია იმყოფებოდნენ. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აფხაზეთის 13 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 2000-ზე მეტი მოზარდი სწავლობს.
(NS)
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)