21:20 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 20:47:39, 1613 ნახვა

პოლიტიკა
„თავისუფალი დემოკრატები“- მთავრობის მხრიდან საქმე გვაქვს მენეჯმენტის და კომუნიკაციის მწვავე დეფიციტთან

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ლარის კურსის ვარდნის გამომწვევ მიზეზად გარე ფაქტორებს ასახელებს და  პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
პარტია „თავიუფალი დემოკრატები“ ხელისუფლებას შემდეგი  მოთხოვნით მიმართავს:
„ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ განუმარტოს საზოგადოებას ლარის კურსის ვარდნის გამომწვევი მიზეზი,   დაუყოვნებლივ მოხდეს ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვა და დაშვებული შეცდომების აღმოფხვრა, რომლმაც გამოიწვია უცხოური ინვესტიციების შემცირება.“
 „ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე საზოგადოების ყურადღება გვსურს მივაპყროთ ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებულ პრობლემაზე, რომელიც ძალინ დიდ ტვირთად აწვება ისედაც ურთულეს მდგომარეობაში მყოფ ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს.
ჩვენ ვითვალისწინებთ რეგიონში მიმდინარე მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს და კარგად გვაქვს გაანალიზებული ლარის კურსის ვარდნის გამომწვევი გარე ფაქტორები, რომლებზეც, ბუნებრივია პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ვერ და არ უნდა დაეკისროს.
ამავე დროს,  გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ გასული წლის ბოლოს შექმნილი ანალოგიური სავალუტო კრიზისის დროს მინისტრთა კაბინეტის ცალკეული წევრები თავს არიდებდნენ საჯარო განმარტებებს, მთავრობის ხელმძღვანელობის მხრიდან კი ხდებოდა სრულიად უსაფუძვლოდ გადაბრალება სამოქალაქო სექტორსა და პოლიტიკურ სპექტრზე. პასუხისმგებელი პირების მხრიდან ინფორმაციის ნაკლებობამ კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება და გამოიწვია ვალუტის პანიკური გაუფასურება. სიტუაცია შედარებით დარეგულირდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი ხელისუფლება  გამოფხიზლდა და კეთილი ინება,  განემარტა საზოგადოებისთვის ლარის კურსის ვარდნის გამომწვევი მიზეზები და გააცნო არსებული პრობლემების მოგვარების მისეული ხედვა.
 ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ბოლოს მოხდა საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილის გახარჯვა, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ავანსის სახით გაიცა. ავანსად გაცემული თანხების ხარჯვას დაემატა 2015 წლის საბიუჯეტო სახსრების ათვისებაც. ამ ფაქტორებმა საქართველოს ეკონომიკაში გამოიწვია მიმოქცევაში არსებული ლარის მასის ზრდა. ამჯერად, საგარეო ფაქტორებთან ერთად, სწორედ ეს გახლავთ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი“,-ნათქვამია „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics