|
2019-09-16 18:20:26, 1537 ნახვა
პოლიტიკა
თბილისი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს
2019 წლის 17 სექტემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" იხსნება გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის „კონტეინერების კონტროლის პროგრამა" შავი ზღვის რეგიონის მმართველი საბჭოს მეორე რეგიონული შეხვედრა. ღონისძიებას გახსნის და მონაწილეებს სიტყვით მიმართავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პროგრამის ხელმძღვანელები გაეროდან და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციიდან, ასევე, მაღალი რანგის სტუმრები რეგიონის (უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, სომხეთი) საბაჟო და სასაზღვრო უწყებებიდან. ღონისძიებას დაესწრება აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრებიან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები. შეხვედრის ფარგლებში განიხილება ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა მაღალი რისკის შემცველი ტვირთების გამოვლენის მიმართულებით შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების საბაჟო ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობა, ასევე, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები. სტუმრები მოინახულებენ პროგრამის ფარგლებში მოქმედ დანაყოფებს საბაჟო დეპარტამენტსა და საბაჟო ტერმინალ „ლასარეში".
(NS)
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)