|
2019-09-16 10:18:43, 744 ნახვა
საზოგადოება
„ფოტოგრაფიის ღამე“ თბილისში მეათედ გაიმართა
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის ფოტო ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომლის ცენტრალური ღონისძიება „ფოტოგრაფიის ღამე“ უკვე მეათედ გაიმართა. თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ღია ცის ქვეშ, ერთი ღამის განმავლობაში, თანამედროვე ფოტოგრაფიის ხილვის შესაძლებლობა მიეცათ. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისი საფესტივალო ქალაქი გახდება. „თბილისის ფოტო ფესტივალი ყოველ წელს ახალ, მიძინებულ ლოკაციებს აცოცხლებს. სასიხარულოა ისიც რომ ამ ფესტივალის ფარგლებში, 16 სექტემბერს ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის პირველი მუზეუმი იხსნება. ბუნებრივია, დედაქალაქის მერიისთვის მნიშვნელოვანია ყველა ეს ღონისძიება, რადგან არაერთხელ გვითქვამს, რომ თბილისი უნდა გახდეს საფესტივალო ქალაქი და რეგიონში კულტურის დედაქალაქი“ - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. წელს, „ფოტოგრაფიის ღამე“ მუშტაიდის ისტორიულ პარკში გაიმართა. საღამო KORDZ-ის ცოცხალი მუსიკითა და ირაკლი ბითაძის საჯარო ლექციით გაიხსნა. „არლის ფოტო ფესტივალის“ პროგრამის გარდა, რომელიც „თბილისის ფოტო ფესტივალის“ პარტნიორია, „ფოტოგრაფიის ღამის“ პროგრამაში ნაჩვენები იყო 300 - მდე თანამედროვე ფოტოგრაფის ნამუშევარი, მათ შორის, ქართველი და რეგიონული ფოტოგრაფების სერიები, რომლებიც საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში 2019 წლის განმავლობაში განვითარებულ პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს ასახვდა. ინსტიტუციებმა, ჟურნალებმა და დამოუკიდებელმა ფოტოგრაფებმა საიუბილეო, მეათე ფოტოგრაფიის ღამე ერთად შექმნეს. ფესტივალზე პირველად იყო წარმოდგენილი CAP Prize, რომელიც თანამედროვე აფრიკული ფოტოგრაფიის ჯილდოა; გალერეა Berlinskej model; ოდესის ფოტო დღეები და მრავალი სხვა. თბილისის ფოტო ფესტივალი 21 სექტემბრამდე გაგრძელდება.
(NS)
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)