|
2019-09-15 11:34:05, 1891 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე- ამბები, რომელსაც ხაზარაძე ახლა ახმოვანებს, იწვევს კითხვის ნიშნებს
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ამბავი, რომელსაც მამუკა ხაზარაძე ახმოვანებს ბიძინა ივანიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შესახებ, კითხვის ნიშნებს იწვევს. "ამბები, რომელსაც ის ახლა ახმოვანებს, იწვევს კითხვის ნიშნებს, თუ რატომ არ მოხდა ამ ამბების გახმოვანება მაშინ როდესაც ჩათვალა, რომ ეს იყო მიუღებელი. რატომ მიიღო მან მონაწილეობა იმაში, რაც არ მოსწონს დღეს მე ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, თუ ვინ მონაწილეობდა ამ შეხვედრაში, მაგრამ რასაც ის საუბრობს, არის ამბავი, სადაც ბიზნესმენები შეიკრიბნენ და სადაო საკითხები განიხილეს. საქართველოს კანონმდებლობა ბიზნესმენების შეკრებას და მათთვის საინტერესო საკითხების განხილვას არ კრძალავს,"-თქვა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მისი, ბიძინა ივანიშვილის და და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრის დეტალები 12 სექტემბრის "რეაქციაში" გაიხსენა. მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელსაცვ მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა, ბიძინა ივანიშვილი საქმეს არჩევდა. ხაზარაძე ამბობს, რომ ივანიშვილს უნდოდა, ხაზარაძეს ჩხარტიშვილისათვის ფული გადაეხადა.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)