|
2019-09-14 17:43:33, 11208 ნახვა
სხვადასხვა
მეორე თვეა სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მშობლები სახელმწიფოსგან დაბადების მოწმობებს ითხოვენ
სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მშობლებმა 14 სექტემბრის ღამე ახალშობილებთან ერთად იუსტიციის სახლში გაატარეს. ისინი უკვე მეორე თვეა შვილებისთვის დაბადების მოწმობებს ითხოვენ. სუროგაციის ცენტრ New Life-ის ხელმძღვანელის, მარიამ კუკუნაშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ბავშვთა უფლებები უხეშად დაარღვია. "20 წელიწადზე მეტია სუროგაცია საქართველოში კანონიერია. იმისათვის რომ სუროგაციით დაბადებულმა ბავშვმა დაბადების მოწმობა აიღოს საჭიროა რეესტრში შემდეგი დოკუმენტების წარდგენა : 1. ნოტარიული ხელშეკრულება სუროგატ დედასთან დადებული ემბრიონის გადატანამდე 2.ემბრიონის გადატანის შესახებ წერილი ინვიტრო განაყოფიერების კლინიკიდან და ცნობა სამშობიარო სახლიდან დაბადების შესახებ. ამ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ დაბადების მოწმობებს ჩვენ ვიღებდით 1 სამუშაო დღეში უპრობლემოდ ამა წლის 1 აგვისტომდე. ამა წლის 1 აგვისტოს, მინისტრმა წულუკიანმა გადაწყვიტა, რომ ნოტარიული ხელშეკრულება არა ემბრიონის გადატანამდე, არამედ ემბრიონის შექმნამდე უნდა გაფორმებულიყო რაც სამედიცინო კუთხით არის ნონსენსი და არღვევს გაყინული ემბრიონის უფლებებს. მაგალითად , მე თუ ჩემი ემბრიონებით ერთი შვილი უკვე მყავს და 7 წლის შემდეგ შენახული გაყინული ემბრიონით ვგეგმავ მეორეს, ბუნებრივია მე 7წლის წინ სუროგატ დედასთან ხელშეკრულებას ვერ გავაფორმებდი. ესეც რომ არ იყოს, 21 საუკუნეში ყველა წარმატებული კლინიკა სულ გაყინული ემბრიონით მუშაობს წარმატების უფრო მაღალი მაჩვენებლის გამო. ვინაიდან და რადგანაც, მინისტრი მიხვდა, რომ ექსტრაკორპორალური განაყოფიერების მისებური ინტერპრეტაცია იყო მცდარი და სრულ შეუსაბამობაში მედიცინასთან, მისსავე მიერ ხელოვნურად შექმნილ პრობლემას კვირას გამოსავალი მოუძებნა, და ახალი ბრძანება გამოსცა, სადაც გაყინული ემბრიონები და მათით გაჩენილი ბავშვები გათვალისწინებულ იქნა. პრობლემა რაც მან შექმნა ხელოვნურად და რაზეც ახლა იძახის ვითომ ჩვენ კანონი დავარღვიეთ დაახლოვებით ისეთია, მაგალითად ერთი თვის შემდეგ დაბადების მოწმობების გაცემა რომ შეაჩეროს იმ მიზეზით, თუ რატომ გადაგვაქვს ემბრიონები საშვილოსნოში კიტაზატოს კათეტერით და არა სხვა კათეტერის საშუალებით. და შემდეგ ხელოვნურად შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად სახელდახელოდ გამომცხვარ ახალ ბრძანებაში რომ განმარტოს, რომ მხოლოდ კიტაზატოთი კი არა, სხვა კათეტერით გადატანილი ემბრიონებით გაჩენილ ბავშვებსაც მიეცეს დაბადების მოწმობა. - აცხადებს მარიამ კუკუნაშვილი. საქმე ეხება 20-მდე უცხოელ წყვილს აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან, რომლებიც შვილების ქვეყნიდან წაყვანას ვერ ახერხებენ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მათ განუმარტავს, რომ სუროგაციის პროცესში კანონით განსაზღვრული წესები დაირღვა. სააგენტო განმარტავს, რომ სუროგაციის ხელშეკრულება კვერცხუჯრედის განაყოფიერებამდე, ანუ ემბრიონის მიღებამდე უნდა გაფორმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ბავშვის დაბადების მოწმობაში მშობლების მონაცემებს არ ჩაწერს. ასეთ დროს მშობლებს ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის უფლება არ აქვთ.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)