|
2019-09-12 18:59:31, 1514 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი: მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია შეწყვიტოს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მორგან ორტაგუსის განცხადებით, რუსეთი უკანონო ქმედებებით რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას ძირს უთხრის. როგორც ორტაგუსმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ამერიკა რუსეთს ისევ მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთმა საკუთარი უკანონო, ბოროტი ქმედებებით რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას ძირი გამოუთხარა“, - წერს ორტაგუსი.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)