|
2019-09-12 15:31:09, 2154 ნახვა
საზოგადოება
„კრამერი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდეს“ – „პატრიოტთა ალიანსმა“ საგარეო სამინისტროსთან აქცია გამართა
„პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მათი მთავარი მოთხოვნა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებაა. ამასთან, ისინი ითხოვენ, რომ კრამერის ქცევა არაეთიკურად შეფასდეს. „აქ იმართება ახალგაზრდული აქცია „პატრიოტთა ალიანსის“. მე შევუერთდი, როგორც ერთ-ერთი ლიდერი. ჩვენ და ზოგადად, საზოგადოება ითხოვს, რომ შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს პირველი დიპლომატის საქართველოსი, რომელსაც ეს საკითხი არ შეუფასებია. ჩვენი მოთხოვნა გახლავთ, რომ კრამერი გამოცხადეეს პერსონა ნონ-გრატად. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ აქცია გვექნება ამერიკის საელჩოსთანაც 15 სექტემბერს, კვირას 16:00 საათზე“, - განაცხადა ბეჟან გუნავამ. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ გაიმართა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის დაპირისპირება მოხდა. კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად ირმა ინაშვილი მივიდა, რომელსაც სიტყვის გამოსვლას ითხოვდა, ამასთან, „ობიექტივის“ ჟურნალისტი აპროტესტებდა, რომ კონფერენციაზე არ იყვნენ მიწვეულები. ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერი და ინაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზელენსკიმ არჩევნების შემდეგ რუსეთში მობილიზაციის ორი ტალღის შესახებ განაცხადა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს- ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)