|
2019-09-11 13:12:44, 1892 ნახვა
საზოგადოება
მერია სამშენებლო კომპანიებისგან მოქალაქეთა დაზარალების თავიდან აცილების მიზნით, საპრევენციო მექანიზმს შექმნის
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს, სამშენებლო კომპანიებისგან მოქალაქეთა დაზარალების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საპრევენციო მექანიზმის შექმნა დაავალა. კახა კალაძემ კომპანია „სვეტის“ დაზარალებულთა პრობლემის გადაჭრის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები სხვა სამშენებლო კომპანიების შემთხვევაშიც არსებობს. „სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემა ზოგადია. გვყავს კიდევ სხვა დაზარალებულები, მათ შორის „ცენტრ პოინტის“. ამაზეც ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, აქაც, უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას და ამ ოჯახების პრობლემაც იქნება მოგვარებული. ძალიან მძიმე საკითხია იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი წელია გასული და 4000 დაზარალებული ოჯახია, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს საკითხი გადაიჭრას. მინდა, დავავალო ირაკლი ხმალაძეს, რომ შემუშავდეს გარკვეული მიდგომები, ავიღოთ განვითარებული ქვეყნებისა და ქალაქების მაგალითები, თუ როგორ არიან იქ დაცულები ის ადამიანები, რომლებიც ბინას ყიდულობენ. დღეს როგორ არის საქართველოში: იწყება სამუშაოები და იწყება ჰაერის გაყიდვა, იმ ბინების, რომლებიც უნდა აშენდეს. სამწუხაროდ, არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან და გვყავს დაზარალებული ოჯახები. ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, იქნებ შევიმუშაოთ და მოვიფიქროთ მექანიზმები. შეიძლება ბანკიც შემოვიყვანოთ, შეიძლება საგარანტიო თანხების დადება მოვთხოვოთ სამშენებლო კომპანიებს. შემდეგ ისე ხდება, რომ ვიღაც გაიქცევა, ფულს მოიპარავს და ეს ადამიანები რჩებიან მოტყუებული, მერე ზოგი მიდის ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ზოგიც მუნიციპალიტეტში დახმარებისათვის. ძალიან რთულია ასეთი პრობლემის მოგვარება. შევიმუშაოთ ისეთი მექანიზმი და გადმოვიტანოთ ისეთი მაგალითები, რომ ეს პრობლემა თავიდან იყოს აცილებული და თავიდანვე ვიყოთ დაზღვეულები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზელენსკიმ არჩევნების შემდეგ რუსეთში მობილიზაციის ორი ტალღის შესახებ განაცხადა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს- ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)