|
2019-09-09 16:36:39, 1854 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი - ივანიშვილმა ღარიბაშვილი იმათთვის დააბრუნა, ვინც ფიქრობს, რომ 20 ივნისს შეკრებილები მეტად უნდა ეცემათ
ივანიშვილმა ღარიბაშვილი მათთვის დააბრუნა, ვინც ფიქრობს, რომ 20 ივნისს შეკრებილები მეტად უნდა ეცემათ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა. ხიდაშელის შეფასებით, სწორედ ამაგვარი ზრახვებით იქნება წარმოდგენილი მმართველი გუნდი მომავალში. „მნიშვნელობა არ ჰქონდა ღარიბაშვილი რისი მინისტრი იქნებოდა, ივანიშვილის სჭირდებოდა იმ ხაზის გაძლიერება და ერთმნიშვნელოვნად ჩვენება, თანამდებობის მიცემით, მათ შორის, რომ ეს ადამიანები მისი ზრუნვის ქვეშ არიან. ვინ არიან ეს ადამიანები, ძალიან მოკლე პასუხი არსებობს ამაზე, ის გულწრფელი ამომრჩეველი, რომელმაც ძალიან მძიმედ განიცადა 20 ივნისის ღამე, უზარმაზარ ტრაგედიად აქვს 20 ივნისის ღამე, ოღონდ არა იმიტომ, რატომაც მე და თქვენ მივიჩნევთ მას ტრაგედიად. ეს ადამიანები თვლიან, რომ მაგრად ვერ სცემეს იქ შეკრებილი ადამიანები და უფრო მეტი ზარალი უნდა მიეყენებინათ მათთვის. აი ამ ხაზის, ამ ამომრჩევლის დასამაგრებლად დააბრუნეს ღარიბაშვილი მთავრობაში. მათ წასახალისებლად და მათ დასარწმუნებლად, რომ სწორედ ასეთი რეტროგრადული ბნელი ზრახვებისა და აზრების იქნება მომავალი „ქართული ოცნება“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)