|
2019-09-09 15:33:18, 1942 ნახვა
პოლიტიკა
„ქვეყანა ჩიხში შედის, ამიტომ გამოვედი კომფორტის ზონიდან“ - ხაზარაძემ განმარტა, რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა
"თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა. ხაზარაძის შეფასებით, ქვეყანა ჩიხშია. ის მიიჩნევს, რომ საქართველოში ბოლო დროს შექმნილი ვითარების გამო, ბიზნესის განვითარება საფრთხის წინაშე დგას. "კითხვა, თუ რატომ მოვდივარ პოლიტიკაში, ჩემი თავისთვისაც დამისვამს. მთავარი კითხვა არის რატომ? იმიტომ, რომ ბიზნესი აღარ განვითარდება ამ მდგომარეობაში. უბრალოდ ციფრებიც ამაზე მეტყველებს. 59% როდესაც აღარ შემოდის ქვეყანაში ინვესტიცია და როცა ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პროექტს ასეთი წინააღმდეგობა აქვს [ანაკლიის პორტი], გამოვედი იმ კომფორტის ზონიდან, რომელშიც ვიყავი, იმ საქმიდან რომელიც მიყვარდა, ვაკეთებდი კომპანიებს, ვქმნიდი სამუშაო ადგილებს, უბრალოდ გამოვედი ამ მდგომარეობიდან, რადგან ქვეყანა ჩიხში შედის. ვინმეს არ ეგონოს, რომ ია-ვარდებით მოფენილ გზაზე გადმოვდგი ნაბიჯი. პირიქით გამოვედი იმ საქმიდან, რომელსაც 29 წელი მივუძღვენი, ჩემს მეგობრებთან ერთად. თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქ დგომა რამე იმუნიტეტს მომცემს, პირიქით. ჩვენ ვართ მართლები და თავის მართლებას არ ვაპირებთ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)