|
2019-09-09 10:15:22, 1236 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს
საქართველოს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი სტუმრობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვას პირველი დიპლომატი საგარეო უწყებაში ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან გამართავს შეხვედრას. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარდება საქართველო-ლიეტუვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-6 სხდომა, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართება. „ზემოაღნიშნული ფორმატი წარმოადგენს საქართველოსა და ლიეტუვას შორის რეგულარული კონსულტაციების პლატფორმას, რომელიც გულისხმობს ლიეტუვის მიერ საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში. ვიზიტის ფარგლებში, ლინას ლინკევიჩუსი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან. ასევე, ლიეტუვის პირველი დიპლომატი მონაწილეობას მიიღებს „ბალტიის გზის" 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. 30 წლის წინ, 1989 წლის 23 აგვისტოს, ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიმართა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ, რომელიც ისტორიაში „ბალტიის გზის" სახელწოდებით შევიდა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე მონაწილეობას მიიღებს ვილნიუსის სკვერის გახსნის ცერემონიაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)