|
2019-09-08 18:30:10, 1944 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე „ადგილობრივ არჩევნებს“ არ ცნობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დროებით ოკუპირებულ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში უკანონო არჩევნების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაშია აღნიშნულია, რომ უწყება ე.წ. ადგილობრივ არჩევნებს არ ცნობს მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ცნობს 2019 წლის 8 სექტემბერს, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ უკანონო „ადგილობრივ არჩევნებს", რაც გახლავთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უგულველყოფა. ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი გახლავთ უკრაინის განუყოფელი ნაწილი. საქართველო კიდევ ერთხელ აფიქსირებს მკაფიო მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)