|
2019-09-08 17:01:22, 13429 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირა. მინისტრთა კაბინეტს ნდობა 98-მა დეპუტატმა გამოუცხადა, წინააღმდეგ ხმა არც ერთ დეპუტატს არ მიუცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახდა. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასეთია: შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური; თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე; საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა; ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი. პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე 4 დღის განმავლობაში მსჯელობდა.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)