|
2019-09-08 13:33:29, 1412 ნახვა
კომენტარი
გახარია - აშშ, ბრიტანეთი, ევროკავშირი ქმედით დახმარებას გვიწევენ, რომ ჰიბრიდულ საფრთხეებს გავუმკლავდეთ
მთავრობის დამტკიცების საპარლამენტო განხილვაზე, გიორგი გახარია დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ერთ-ერთ საკითხად ქვეყნის ჰიბრიდული გამოწვევები და ამასთან ბრძოლა დასახელდა. გიორგი გახარიას თქმით, ამ კუთხით ძირითადი ამოცანა იქნება, საერთაშორისო პარტნიორებთან მაქსიმალურად ეფექტიანი თანამშრომლობა. „ჰიბრიდული გამოწვევები ეს არ არის საქართველოს პრობლემა, ეს არის სერიოზული პრობლემა თანამედროვე სამყაროში. დიდი სისტემური სახელმწიფოებიც რთულად უმკლავდებიან მსგავს გამოწვევებს, არაფერი რომ არ ვთქვათ ჩვენს მდგომარეობაზე, განსაკუთრებით ამ საკმაოდ რთულ რეგიონში. გულწრფელად მინდა გითხრათ, ჩვენ ამ მიმართულებით გვიჭირს და აქ სწრაფი შედეგის მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეფექტური თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ძირითადად ჩვენ აქ ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ბრიტანეთთან, ევროკავშირთან. ისინი ქმედით დახმარებას გვიწევენ, რომ ჩვენ ჰიბრიდული საფრთხეები, სხვადასხვა გამოვლენით, რბილი ძალიდან დაწყებული, სხვადასხვა ფორმებით გამოვლენით, მათ შორის საინფორმაციო - გავუმკლავდეთ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს „Fake ნიუსის“ პრობლემა არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს არ არის ის პრობლემა და ის გამოწვევა, რომელთანაც მარტივად შეიძლება ბრძოლა, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, როდესაც ემთხვევა ბევრი სხვადასხვა, დიდი, სისტემური გლობალური მოთამაშის ინტერესი. ამიტომ, ამ მიმართულებით, ჩვენი ძირითადი ამოცანა იქნება, მაქსიმალურად ეფექტურად ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)