|
2019-09-06 16:28:33, 1360 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ სხდომა ბოკერიასა და გახარიას შორის მწვავე კამათით დაიწყო [Live]
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ სხდომა დეპუტატ გიგა ბოკერიასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას შორის მწვავე კამათის ფონზე დაიწყო. ბოკერიას კითხვა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს უკავშირდებოდა. „ბატონო პრემიერობის კანდიდატო, მინდა დავიწყო 20 ივნისამდე მომხდარი მოვლენებით. იცოდით, თუ არა თქვენ რაღაც დროით ადრე, რომ ტარდებოდა ე.წ. მართლმადიდებლობის საერთაშორისო ანსამბლეა თბილისში? გაგაფრთხილეს თუ არა? ხო არ გახსოვთ გქონდათ თუ არა განხილვა იმის თაობაზე საერთოდ მიზანშეწონილია თუ არა ასეთი ღონისძიების ჩატარება საქართველოში?!“, - განაცხადა ბოკერიამ. საპასუხოდ გახარიამ აღნიშნა, რომ ასამბლეის და მასში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა მათ, ვის მიერაც ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის ფაქტები არ არსებობდა, შემოსვლაზე უარი არ ერთქვათ. ამის შემდეგ ბოკერიამ რამდენიმე კიდევ რამდენიმე კითხვა დასვა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს სთხოვა მოკლედ ეპასუხა, რაზეც გახარიამ მას მოუწოდა, რომ ვრცლად პასუხის გაცემის შესაძლებლობა მიეცა. სწორედ აღნიშნულს მოჰყვა მათ შორის კამათი. სხდომა ამ დრომდე კამათის ფონზე მიმდინარეობს.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)