03:40 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 10:43:43, 1983 ნახვა

სამართალი
ავტოსატრანსპორტო საშუალების მომზადების სასწავლო პროგრამის ყალბი მოწმობების გაცემის ფაქტზე 5 პირი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გამოავლინეს კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების 5 ფაქტი.

უწყების ცნობით, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, რომელთა საქმიანობის სფეროსაც წამოადგენდა მძღოლთა პროფესიული მომზადება-გადამზადება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებზე გასცემდნენ ავტოსატრანსპორტო საშუალების მომზადების სასწავლო პროგრამის ყალბ მოწმობებს, აღნიშნული პროგრამის გავლის გარეშე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics