16:28 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 13:48:12, 1764 ნახვა

კომენტარი
ღარიბაშვილი: სოციალური მიმართულებით დაწყებული რეფორმები გაგრძელდება და გაუმჯობესდება

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის უწყებაში და თავდაცვის ძალებში სოციალური მიმართულებით დაწყებულ რეფორმებს  გააგრძელებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეტაპობრივად გაიზრდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ჩართული ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის ანაზღაურება, გაუმჯობესდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი და გაგრძელდება ბინათმშენებლობის დაფინანსება.

„გაგრძელდება სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება როგორც თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე ჩვენი ღირსეული ვეტერანების, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისა და სამოქალაქო პირებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ უწყება გააგრძელებს დაჭრილი და დაშავებული სამხედროების საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ღონისძიებებსაც. 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics