|
2019-09-05 12:28:34, 1056 ნახვა
საზოგადოება
„ბილაინში“ დანერგილ თანამედროვე ციფრულ პლატფორმებს შორისაა Medallia, Facebook Workplace–ი, Lever-ი, Talmundo და CrossKnowledge-ი
მობილური ოპერატორების საერთაშორისო ჯგუფმა „ვიონი“, მიიღო 2019 წლის Brandon Hall Excellence Awards-ის ჯილდო კატეგორიაში „სწავლების ტექნოლოგიის საუკეთესოდ დანერგვა“, CrossKnowledge პლატფორმის წარმატებით გამოყენებისთვის. Brandon Hall Excellence Awards - ადამიანური კაპიტალის მართვის დარგში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც აღნიშნავს ორგანიზაციების მიღწევებს შედეგების გაუმჯობესების, წამყვანი პრაქტიკის დანერგვისა და ბიზნესამოცანების გადაწყვეტის მიხედვით. ონლაინ პლატფორმა CrossKnowledge-ის მეშვეობით ჯგუფში შემავალი ყველა მობილური ოპერატორის, მათ შორის „ვიონი საქართველოს“ (ბრენდი ბილაინი) თანამშრომლები გადიან სავალდებულო თუ არასავალდებულო ტრენინგებს, მათ შორის ფუნქციონალური, პროფესიული და სხვა უნარ-ჩვევების გასავითარებელ ტრენინგებს. ბილაინის თანამშრომლებისთვის სრულიად უსასყიდლოდაა ხელმისაწვდომი Coursera-სა და LinkedIn-ის ნებისმიერი რესურსი და კურსი. ბილაინი თანამედროვე ციფრულ პლატფორმებს აქტიურად იყენებს ყოველდღიურ საქმიანობაში. მათ შორისაა Lever.co - თანამშრომლების შერჩევისთვის და Talmundo - ახალი თანამშრომლების ადაპტაციისთვის. შიდა კომუნიკაციების ეფექტურად წარმართვისთვის, პლატფორმის გამოსვლიდან მალევე - 2018 წლის ივლისში, ბილაინმა ოფიციალურად დანერგა Facebook Workplace -იც. თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვასთან ერთად, ბილაინში არც მომხმარებელი ავიწყდებათ და მათი კმაყოფილების გასაზომად მსოფლიოში აღიარებულ ონლაინ პლატფორმას - Medallia-ს იყენებენ. მომხმარებლის მოთხოვნის, ქცევისა და ჩვევების შესწავლის საუკეთესო ინსტრუმენტი - Medallia, ბილაინმა 2018 წელს დანერგა. აბონენტის კმაყოფილების კვლევა მისი ქსელში ჩართვის პირველივე დღიდან იწყება, მარტივი გამოკითხვის მეშვეობით რომელიც SMS-ის სახით მისდის. ფასდება პროდუქტების პირობები და მათი გამოყენებით მიღებული გამოცდილება, ასევე, სატელეფონო ცენტრსა და მაღაზიაში მიღებული მომსახურების ხარისხი. უახლოეს მომავალში გამოკითხვა დაინერგება ციფრულ არხებშიც - ვებგვერდი და აპლიკაცია.
(NS)
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)