|
2019-09-05 10:48:27, 1327 ნახვა
სამართალი
გომელაური - შსს-სთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამიტომ, სამინისტროში მიმდინარეობს კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რაც გულისხმობს საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების გამიჯვნას, გამოძიების ხარისხის ამაღლებას და საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვას. „ამ ეტაპისათვის საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო ფუნქციები გამიჯნულია ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში. ასევე, საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციები გამიჯნულია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება და გამიჯვნა მოხდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე დაწყებულია საუბნო მიმართულების გარდაქმნა საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო საქმიანობად. შესაბამისად, ინერგება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. აღნიშნული პროცესი უკვე მიმდინარეობს თბილისის კრიმინალურ პოლიციაში, კერძოდ მართლწესრიგის ოფიცრები უკვე მუშაობენ ვაკე-საბურთალოს რაიონში. მართლწესრიგის ოფიცრების უმთავრესი ამოცანაა დანაშაულის პრევენციაზე მუშაობა. აღნიშნული რეფორმა განხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)