|
2019-09-04 12:56:35, 758 ნახვა
საზოგადოება
პარამედიკოსების მე-6 ჯგუფის მომზადება დასრულდა
პარამედიკოსების მე-6 ჯგუფის მომზადება დასრულდა. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ გადასცა. პარამედიკოსები გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის მომზადდნენ, რის შემდეგაც, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურებში გაიგზავნებიან და მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებს შეასრულებენ. ამ დროისთვის, პარამედიკოსთა სულ ექვსი ჯგუფია მომზადებული და ახალი ნაკადის მიღება გრძელდება. აპლიკანტები საკონკურსო წესით, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და ნორმატივების ჩაბარების საფუძველზე შეირჩევიან, რის შემდეგაც გადაუდებელი დახმარების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გადიან. მოდულში, როგორც სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან, ისე კლინიკების ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მორიგეობა შედის. გადამზადების შემდეგ მათ განმეორებითი გამოცდა უტარდებათ, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სერტიფიკატები გადაეცემათ და სასწრაფოს რაიონულ სამსახურში ნაწილდებიან. პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
(NS)
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)