15:12 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 17:08:52, 1911 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელი ჩორჩანასთან შექმნილ ვითარებაზე: მხარეებს დიალოგისკენ მოვუწოდებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მიხაელ ზიბერტი სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც ზიბერტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ის მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს. 

"ვაფასებთ #EUMM-ის ძალისხმევას, ხელი შეეწყო გუშინ სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის გამართვისთვის. მხარეებს დიალოგის გასაგრძელებლად მზადყოფნის გამოხატვისკენ მოვუწოდებთ, ვინაიდან ჩორჩანას მახლობლად ადმინისტრაციულ ხაზზე არსებული დაძაბულობის მოგვარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - წერს მიხაელ ზიბერტი.









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics