|
2019-08-30 16:13:00, 1978 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია ზარდიაშვილზე: აბსურდული განცხადებებით პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარია საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს გამოეხმაურა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ზარდიაშვილი აბსურდული განცხადებებით პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობს. „ზარდიაშვილის განცხადებაზე სერიოზული მსჯელობა არც შეიძლება იმიტომ, რომ ის არის სიმბოლო იმისა თუ როგორ უნდა იყო მონა და მსახური ერთი ხელისუფლების, თუმცა ეს აბსურდული განცხადებები, რომ მე და გავრილოვი თურმე ერთი ვყოფილვართ და მათი ჩამოყვანილი გავრილოვი მე მიმიყვანია თურმე იმ სკამზე, ასეთი აბსურდული განცხადებით ცდილობენ გაექცნენ იმ პასუხისმგებლობას რაც მოაწვათ ქვეყანაში ჩამოყვანიდან დაწყებული თვალების დათხრით გაგრძელებული... ვერანაირად ვერ გაექცევიან ამ პასუხისმგებლობას. აბსოლუტური აბსურდია, რომ მათი ჩამოყვანილი მათივე მიყვანილი გავრილოვი პარლამენტში, რომ თურმე მე ვიყავი მთელი ამ პროცესის მმართველი. ეს არის, ჯერ ერთი ფაქტებია სხვანაირი, იმ მომენტში, როდესაც დაჯდა და როცა გავიგე, მერე მივედი, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, ეს არის ძალიან, მათი აზრით, ეშმაკური მცდელობა პასუხისმგებლობისგან გაქცევის“, - განუცხადა ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველს“. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის გახსნაზე „სირცხვილიას“ აქტივისტები მივიდნენ. მათ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს 20 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების საქმეზე პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდეს. რაზეც დეპუტატმა ზარდიაშვილმა აქტივისტებს ჰკითხა, თუ სად მიიღო განათლება ელენე ხოშტარიამ და საიდან იყო სერგეი გავრილოვი?!
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)