12:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 10:27:35, 486 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენ აჭარაში პრაქტიკულად აღარ გვაქვს გაჩერებული საინვესტიციო პროექტი

 „ჩვენ რეგიონში პრაქტიკულად აღარ გვაქვს გაჩერებული საინვესტიციო პროექტი“,  - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე ქობულეთში განაცხადა.

„მათ რიცხვს კიდევ ბევრი დაანონსებული პროექტი დაემატება, ნაწილი კი - წლის განმავლობაში აქტიური მშენებლობის ეტაპზე გადავა. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კონკრეტული საქმიანობებიდან გამომდინარე, ორი წლის განმავლობაში 6 000 სამუშაო ადგილი უნდა შევქმნათ“, - განაცხადა რეგიონის პირველმა პირმა

თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარის მთავრობის ამბიციური გეგმის შესაბამისად, წლის ბოლომდე საინვესტიციო პორტფელი 3 მილიარდ ლარზე უნდა ავიდეს.

„ეს იქნება მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რომელიც რეგიონს შეჰმატებს, როგორც ახალ, თანამედროვე ტურისტულ ობიექტებს, სასტუმროებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ვაპირებთ, რომ იყოს თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობები და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ საწარმოებს კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics