|
2019-08-29 18:55:20, 1284 ნახვა
პოლიტიკა
დარსალია - ერგნეთში შეხვედრების ჩაშლით დამუქრება, მიუღებელია
ვთხოვეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ თავიანთი მთავრობების ინფორმირება ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დიპლომატიურ კორპუსს ერგნეთის შეხვედრის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს გავაცანით ვითარება ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდებოდა საპოლიციო შესაბამისი საგუშაგოების გაძლიერება. ეს ცალსახად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა, რაც ასევე დადასტურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია. „ჩვენ ვთხოვეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ თავიანთი მთავრობების ინფორმირება, რათა იყოს შესაბამისი რეაგირება და შესაბამისი კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, რომ მოხდეს ვითარების დეესკალაცია და არ გაგრძელდეს პროვოკაციები, რაც ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ. საგარეო საქმეთა მინისტრის ლაშა დარსალიას შეხვედრა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)