|
2019-08-29 13:45:08, 1280 ნახვა
პოლიტიკა
ბრუნო ლე მერი: საფრანგეთი მზად არის საქართველოში მეტი ინვესტიცია განახორციელოს
საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის ბრუნო ლე მერის განცხადებით, ოფიციალური პარიზი მზად არის საქართველოში მეტი ინვესტიცია განახორციელოს, - ამის შესახებ ფრანგმა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ბრუნო ლე მერიმ აღნიშნა, მას მიაჩნია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის უნდა გაძლიერდეს. "მქონდა პატივი მემასპინძლა საქართველოს პრეზიდენტისთვის სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც ძალიან კარგი მეგობარია. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. მე გადავეცი პრეზიდენტს, რომ საფრანგეთი მზადაა მეტი ინვესტიცია განახორციელოს საქართველოში. ვფიქრობ, რომ უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს ბევრი პროექტი მაგალითად ტურიზმში. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ტურიზმზე არ უნდა არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ტრასპორტის მიმართულებით, ქალაქის განვითარებაზე, გარემოზე. მე ვფიქრობ, რომ ორ ქვეყანას შორის არის სივრცე ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და საინტერესო საუბარი. მე მოუთმენლად ველოდები საქართველოში ვიზიტს ურთიერთობების გასაძლიერებლად", - განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)