|
2019-08-29 11:46:02, 1252 ნახვა
პოლიტიკა
სუს-ის წარმომადგენელი: საოკუპაციო ძალების დესტრუქციული ქმედებების შედეგად აღმაშფოთებელი ინციდენტები დაგროვდა
„საოკუპაციო ძალების უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციული ქმედებების შედეგად დაგროვდა არაერთი აღმაშფოთებელი ინციდენტი, რასაც მთელი სიმწვავით გავაჟღერებთ დღევანდელ შეხვედრაზე“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა. როგორც ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, განსახილველ საკითხებს შორის არის სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების საოკუპაციო ძალების წარმომადგენელების პროვოკაციული ქმედებები. „სამწუხაროდ, მოცემულ პერიოდში საოკუპაციო ძალების უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციული ქმედებების შედეგად დაგროვდა არაერთი აღმაშფოთებელი ინციდენტი, რასაც მთელი სიმწვავით დავაყენებთ დღევანდელ შეხვედრაზე. ვგულისხმობ მაგალითად, გუგუტიათკარში განხორციელებულ უკანონო ბორდერიზაციას, რა დროსაც ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას სოკუპაციო ძალებმა პირდაპირ ეზოში აღუმართეს ხელოვნური უკანონო ბარიერები. ასევე მწვავედ გავაპროტესტებთ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ადგილზე დაძაბულობის, ხელოვნურად ესკალაციის მცდელობას წარმოადგენს“, - აღნიშნა ანთაძემ. ცნობისთვის, ერგნეთში, ინციდენტების პრევეციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრა იმართება. შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი და ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიჰალკა უძღვებიან. შეხვედრას ასევე ესწრებიან ქართული და რუსული მხარის უწყებების წარმომადგენლები, ასევე, ოსური მხარის ე.წ. უწყებების წარმომადგენლები.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)