|
2019-08-27 16:54:03, 1371 ნახვა
საზოგადოება
ზაალ მიქელაძემ სამინისტროს საქმიანობის ორი კვარტლის ანგარიში წარადგინა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს საქმიანობის ორი კვარტლის ანგარიში წარადგინა. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პირველი ორი კვარტლის გეგმა 96 %-ით შეასრულდა. გაწეულმა ხარჯმა 8 706 215 ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის ბიუჯეტის საერთო ჯამი კი 20 662 235 ლარით განისაზღვრება. სამინისტრო გეგმის თანახმად აგრძელებს ყველა დაწყებულ პროექტისა და პროგრამის განხორციელებას. ჩვენ წლის ბოლომდე შევასრულებთ მოსახლეობის წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას“, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ სიტყვით გამოსვლისას. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამების ფარგლებში იანვარ-ივნისის პერიოდში რეგიონის მოსახლეობას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 43 385 სერვისი მიაწოდა. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 32 პროგრამას ახორციელებს. კომიტეტის სხდომაზე ასევე მოხსენებით წარსდგა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე. მინისტრის ინფორმაციით აჭარის ა/რ 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 6 თვის შემოსავლები 105,1 პროცენტით შესრულდა. შემოსავლების გეგმა 128 701 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიური შესრულება 135 269 300 ლარს შეადგენს. აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 102,4 პროცენტით შესრულდა. შემოსულობების გეგმა 134 951,1 ათასი ლარით განისაზღვრა, ფაქტიურმა შესრულებამ კი 138 152 700 ლარი შეადგინა.
(NS)
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)