|
2019-08-27 10:06:57, 825 ნახვა
საზოგადოება
ხელისუფლების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ურბნისის, რუისისა და ბებნისის მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი შეხვდნენ. შეხვედრებზე ადგილობრივების საჭიროებებზე და სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სამინისტროს მიერ სოფლისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობის კუთხით შემუშავებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამასთან, მოსახლეობასთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მაქსიმალურად მოხდეს ადგილობრივების საჭიროებების გათვალისწინება. მოსახლეობასთან შეხვედრებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, პარლამენტის წევრები ენძელა მაჭავარიანი და შოთა ხაბარელი, ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თორთლაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოსახლეობის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს. მთავრობის, საკანონმდებლო და თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრები შიდა ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება.
(NS)
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა
ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავენ
კობახიძე- ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)