|
2019-08-23 14:03:13, 877 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მიმდინარე სატყეო სექტორის რეფორმაზე კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენცია იმსჯელეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, კორეის ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციას დაესწრო. მინისტრის მოადგილემ, სიტყვით გამოსვლისას, კლიმატის ცვლილების პოლიტიკის საკითხებში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. კონფერენციის ფარგლებში, შედგა მაღალი დონის დისკუსიები, სადაც მონაწილეებმა კლიმატის ფინანსებზე წვდომის მიმართულებით გეგმები და ინიციატივები წარადგინეს. ნინო თანდილაშვილი სიტყვით კონფერენციის სხვადასხვა პანელზე გამოვიდა, სადაც ვრცლად ისაუბრა კლიმატის მწვანე ფონდთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად საქართველოს მიერ მომზადებულ ეროვნული პროგრამის დოკუმენტზე, იმ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ინიციატივებზე, რომელთა დაფინანსებაც მოთხოვნილი იქნება კლიმატის მწვანე ფონდიდან. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე სატყეო სექტორის რეფორმაზე და ხაზი გაუსვა კლიმატის მწვანე ფონდის მიერ სამინისტროსა და GIZ-ის მონაწილეობით მომზადებული სატყეო სექტორის პროექტის დაფინანსების მნიშვნელობას. აღნიშნული პროექტი კლიმატის მწვანე ფონდს განსახილველად მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში წარედგინა. პროექტი ითვალისწინებს ფონდიდან, დაახლოებით, 32 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხის გამოყოფას სატყეო სექტორის რეფორმირების მიზნით. დამატებით, კონფერენციის ფარგლებში, ნინო თანდილაშვილს შეხვედრები ჰქონდა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) წარმომადგენლებთან. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან მოხდა ახალი საპროექტო წინადადების, ხოლო ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან - პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხების განხილვა. კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად დაიგეგმა ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ფონდიდან დაფინანსების წვდომის გამარტივებას და საქართველოს ჩართულობის გაძლიერებას.
(NS)
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)