19:07 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-21 23:13:33, 1210 ნახვა

საზოგადოება
22 წლიანი მუშაობის შემდეგ რუსთავი 2 ემა გოგოხიამ და პროდიუსერმა მაკა ფანქველაშვილმაც დატოვეს

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, „კურიერის“ გუნდის თითქმის სრულ შემადგენლობასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ჟურნალისტმა ემა გოგოხიამაც დატოვა. 

20 წლიანი მუშაობის შემდეგ, "რუსთავი2" "კურიერის" პროდიუსერმა მაკა ფანქველაშვილმაც დატოვა.

"1999- 2019 . ჩემი 20 წლიანი სიყვარული " - დაწერა სოციალურ ქსელში ფანქველაშვილმა.

„მე ვერ დავრჩები იქ, სადაც ოკუპანტია, მაშინ, როდესაც ჩემი „რუსთავი 2“-ში მუშაობის 22 წლის განმავლობაში, ყოველთვის, როცა მათ წინ ვიდექი, ვცდილობდი, სრულყოფილად დამენახებინა ოკუპანტის სახე მაყურებლისთვის. ვერ დავრჩები იქ, სადაც არ მექნება საშუალება, გავაშუქო პრობლემა, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ გვარდება, რომ ხელისუფლების ნება არ არსებობს. ახლა ის წლები მაძლებინებს, რაც ამ არხზე მუშაობაში გამიტარებია“, - განუცხადა რადიო ათინათს" ემა გოგოხიამ. 

დღეს რუსთავი 2 საინფორმაციო სამსახურის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics