23:49 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 19:25:22, 1954 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლომ ია კიწმარიშვილის სარჩელი არ მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის მეუღლის, ია კიწმარიშვილის სარჩელი არ მიიღო.

ია კიწმარიშვილი თ „რუსთავი 2-ის“ 30 პროცენტის გადაცემას ითხოვდა. შესაბამისად, ია კიწმარიშვილს უარი ეთქვა დავის დასრულებამდე უზრუნველყოფის ღონისძიებაზე ყადაღის გამოყენების შესახებ.

სასამართლოს გადაწვეტილება ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განმარტა.

„15 აგვისტოთი არის დათარიღებული განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოსი, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ყადაღაზე მოთხოვნა, რაც იყო, განსახილველად მიღებაზე სასამართლომ უარი თქვა. მოტივი და საფუძველი არის ის, რომ 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ეროსი კიწმარიშვილის სარჩელი გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე და შპს პანორამასთვის გადაცემული წილების უკან დაბრუნების თაობაზე სასამართლოს მიერ უკვე განხილულია, ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, მაშინ მას უარი ეთქვა ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე 2009 წელს და შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესიდან გამომდინარე, დაუშვებელია, ერთ და იგივე საფუძვლებით, ერთი და იგივე მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა“, - განუცხადა სალიამ „რუსთავი 2“-ს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics