აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე თემურ კახიძე დაინიშნა.

 

" />
13:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 14:08:44, 597 ნახვა

საზოგადოება
აჭარის დასაქმების სააგენტოს თემურ კახიძე უხელმძღვანელებს

აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე თემურ კახიძე დაინიშნა.

სააგენტოს ინფორმაციით, თემურ კახიძე პროფესიით ეკონომისტია და მას მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს.

2001-2002 წლებში სტატისტიკის ქალაქ ბათუმის სამმართველოს მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 2004-2005 წლებში იყო ქალაქ ბათუმის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის უფროსი, 2007-2010 წლებში ბათუმის საკრებულოს წევრი და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, მუშაობდა ბათუმის მერიის ორგანიზაციის „ბათუმის სანდასუფთავების“ დირექტორად. აგრეთვე იყო ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების ფონდის - „ბათუმის ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა“ პროექტის დირექტორი. 2014 წლის აგვისტომდე ხელმძღვანელობდა ბათუმის მერიის ადმინისტრაციას. დღემდე თემურ კახიძე განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირი ,,პროგრესი’’-ს მუნიციპალური პროგრამების დირექტორი იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics