|
2019-08-16 14:21:16, 1219 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი: მოვითხოვთ, რუსეთმა საქართველოდან და უკრაინიდან საოკუპაციო ჯარები გაიყვანოს
უკრაინა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთის ფედერაციისგან საქართველოდან და უკრაინიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას მოითხოვს - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველმა მდივანმა პეტრო ბოგდანიმ სოფელ გუგუტიანთკარში განაცხადა. როგორც პეტრო ბოგდანმა განაცხადა, რუსეთის აგრესიული ძალები განაგრძობენ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. „ჩვენ ახლახანს რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ აგრესიის დაწყების მე-11 წლისთავი აღვნიშნეთ და დღეს ჩვენ ვდგავართ საოკუპაციო ზოლთან. რუსეთის აგრესიული ძალები განაგრძობდნენ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინელი ხალხი დგას ქართველი ხალხის გვერდით. უკრაინა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს, საქართველოდან და უკრაინიდან გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები, ასევე სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება“, - განაცხადა პეტრო ბოგდანიმ. შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა დამატებითი უკანონო მავთულხლართები გააბეს, დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს მთავრობის წამომადგენლები იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)