|
2019-08-15 15:43:15, 889 ნახვა
საზოგადოება
ბახტაძე - აუცილებლად ჩამოდით მუცოში, აქ გული მართლაც განსხვავებულად ძგერს
ჩვენი ვალდებულებაა, რომ აღვადგინოთ ამღა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუცოში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები და 20 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა ამღაში აღდგება. რაც შეეხება მუცოს, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ქართუს“ დახმარებით უკვე 16 კოშკი აღდგენილია. „ეს იყო 5 წლიანი პროგრამა, უახლოეს მომავალში დასრულდება და მე მსურს ყველა ქართველს მოვუწოდო, რომ აუცილებლად ჩამოვიდეს მუცოში. ეს არის უნიკალური ადგილი და სიტყვებით წარმოუდგენელია ამ სილამაზის გადმოცემა. აქ გული მართლაც განსხვავებულად ძგერს. ეს არის სიამაყის საგანი მთელი საქართველოსთვის. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებმაც შეგვინარჩუნეთ ჩვენ ყველაზე ძვირფასი, ჩვენი მთა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურული ძეგლები. მუცო არის მაგალითი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უწყვეტობის, რითაც თითოეული ჩვენგანი ასე ამაყობს და მე მსურს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დაწყებულია, უმოკლეს ვადებში დასრულდება. „ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ პირველ რიგში, თქვენ შეგიქმნათ ყველა წინაპირობა იმისთვის, რათა 4 სეზონის განმავლობაში ცხოვრობდეთ თქვენი წინაპრების მიწაზე და განავითაროთ თქვენი ეკონომიკური საქმიანობა აქ. თქვენს ულამაზეს კუთხეს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი და ჩვენ ერთობლივი ძალებით მოვახდენთ ამ ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)